Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    IV ყოველწლიური სტუდენტური კონფერენცია "ანტიკურობის თანამედროვეობა"

    27-28 აპრილს თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე გამართავს IV ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციას "ანტიკურობის თანამედროვეობა".

    კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე თბილისსა თუ რეგიონებში არსებული აკრედიტებული უნივერსიტეტების სამივე საფეხურის სტუდენტებს.

    კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფილოლოგია, ფილოსოფია, ხელოვნება, კულტუროლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია.

    მოხსენებები არ უნდა იყოს სხვა კონფერენციაზე წარდგენილი.

    კონფერენციის რეგლამენტი:
    მოხსენება - 15 წუთი;
    დისკუსია - 10 წუთი.

    თეზისების გაფორმების წესი:
    ფონტი: Sylfaen
    ფონტის ზომა: 12
    ინტერვალი: 1,5
    მოცულობა: არაუმეტეს 300 სიტყვისა

    თეზისებს თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაცია.

    გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა 25 მარტამდე გამოაგზავნოთ თეზისები და ხელმძღვანელის რეკომენდაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართლზე: classics.tsu@gmail.com

    თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 10 აპრილამდე.

    კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება სტუდენტურ პერიოდულ კრებულში „მნემოსინე“.

    საკონტაქტო პირი:მარიამ კალაძე
    ტელ: +995 577 42 69 82
    ელ-ფოსტა: mariami.kaladze@tsu.ge